ბულგარეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული რეისების დანიშვნა განიხილება. როგორც ბულგარეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და პანდემიის დასრულების შემდეგ ბულგარელი ტურისტები საქართველოში პირდაპირი ავიარეისებით შეძლებენ მოხვედრას.
ელჩის განმარტებით, COVID-პანდემიამდე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულება იყო, რომელმაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს 9,3 მილიონზე მეტ ტურისტს მიაღწია.
“მე პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ მალე ჩვენ დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს და საქმიანობას. მასობრივი ვაქცინაციით კი, დავამარცხებთ პანდემიას.
როდესაც ბულგარეთში პირველად ჩამოვედი, მიზნად დავისახე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მინიმუმ ჩარტერული ფრენები მაინც განხორციელებულიყო.
მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისა და სამომავლო ურთიერთობებისთვის აუცილებელია პირდაპირი ფრენების არსებობა. ვაგრძელებ ამაზე მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ მალე პანდემიის დასრულების შემდეგ, შევასრულებთ ჩვენს მისიას და ჩარტერულ ფრენებს დავნიშნავთ საქართველოში, რათა მოვიზიდოთ ტურისტები, რომელთაც სურთ დაათვალიერონ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა”, – აცხადებს თამარ ლილუაშვილი.