ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 აპრილიდან 15 მაისამდე, ნებისმიერ პირს (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსასვლელად მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა:
ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი
ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;
ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე.