ჰოლანდიურმა ბრენდმა Bugaboo-მ საბავშვო ეტლი შექმნა, რომლიც იკეცება ისე, რომ თვითმფრინავში, ხელბარგის ნაცვლად ატანა და შესაბამისად თაროზე დადება იქნება შესაძლებელი.
Bugaboo Ant 7 კგ-ს იწონის და ის წარმოადგენს საბავშვო ეტლების ყველაზე მობილურ ვერსიას, რაც აღნიშნულ ბრენდს დღემდე უწარმოებია.
Bugaboo Ant-ი იკეცება ისე, რომ ხელბარგის ზომებში (55 x 38 x 23 სმ) ეტევა და მისი ტრანსპორტირებისთვის დამატებითი თანხის გადახდა ან ავიაკომპანიის გაფრთხილება საჭირო აღარ არის.