ბრიტანელმა ექსპერტებმა დაასახელეს ქალაქები, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ტურისტებში ყველაზე მეტი პოპულარულობა მოიპოვეს.

ამ მხრივ კი რეიტინგის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი გახდა. რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა 2009 წლიდან 2019 წლამდე პერიოდი გაანალიზეს. კვლევამ აჩვენა, რომ საანგარიშო პერიოდში ბუდაპეშტზე მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა.

რეიტინგში მეორე პოზიციაზე სეული აღმოჩნდა. ტურისტების მხრიდან სეულისადმი ინტერესი 79%-ითაა გაზრდილი. მესამე პოზიციაზეა კოპენჰაგენი (68%). “შესანიშნავ ხუთეულში” მოხვდნენ ასევე ქალაქები: თელ ავივი და ვარშავა.