ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ ოპერაციული გაურკვევლობისა და ბაზრის სწრაფად ცვალებადი პირობების გამო, ზაფხულის სეზონისთვის ყველა სეზონურ თანამშრომელს (ე.წ. „winterstoppers“) სამუშაოზე აღარ დააბრუნებს. თავდაპირველად, დაახლოებით 40-მდე თანამშრომელს 1 მაისიდან კონტრაქტების განახლება აღუთქვეს, თუმცა მოგვიანებით გეგმები ეკონომიკური გარემოებების მიზეზით გაუქმდა.

კომპანიის განმარტებით, დაბალი სეზონის პერიოდში დასვენებაზე 200-მდე ბორტგამცილებელი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი დაუბრუნდება სამუშაოს. ვითარების ასეთი სწრაფი ცვლილება ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ Brussels Airlines-ი ამ ეტაპზე საწვავის ფიზიკურ დეფიციტს არ განიცდის, საოპერაციო ხარჯების ზრდამ აიძულა კომპანია, გადაეხედა შტატების დაგეგმარებისთვის. ავიაკომპანია ასევე იყენებს სტუდენტურ ეკიპაჟებს მოკლევადიანი და არაპროგნოზირებადი პიკების დასაბალანსებლად, რაც სეზონური თანამშრომლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. მოსალოდნელია, რომ გაზრდილი ხარჯების ფონზე, ბილეთების ფასები მგზავრებისთვისაც მოიმატებს.