17 ოქტომბერს ავიაკომპანია Brussels Airlines-ი ბრიუსელი-კიევის პირველ რეისზე ოპერირებას სპეციალური Airbus A320-ით განახორციელებს, რომლის ბორტზეც გნომებისმურფებია დატანილი.  Brussels Airlines-ი ბრიუსელსა და კიევს შორის კვირაში 4 სიხშირით იფრენს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Brussels Airlines-მა საკუთარ Airbus A320-ის კორპუსზე ლურჯი სმურფები მიმდინარე წელს დაიტანა, რომლებიც თავის მხრივ ბელგიის სიმბოლოს წარმოადგენენ.

თავად პერსონაჟი 60 წლის უკან ბელგიელი მხატვრის პეიოს (პიერ კულიფორდი) მიერ შეიქმნა.

ავიაკომპანიის თვითმფრინავზე სმურფები დატანის იდეა იტალიელ მარტა მასკელანის ეკუთვნის, რომლის ძმაც Brussels Airlines-ში პილოტად მუშაობდა. მასკელანის იდეა გახდა გამარჯვებული კონკურში, რომელიც თავის დროზე ავიაკომპანიამ გამოაცხადა. გამარჯვებული კი წარმოდგენილი 1415 პროექტიდან შეირჩა.

ბორტზე დახატული სმურფები სხვადასხვა როლს ანსახიერებენ, ზოგი პილოტია, ზოგი ბორტგამცილებელი, ზოგიც მგზავრი და ასე შემდეგ.

იმისათვის, რომ Brussels Airlines-ს თვითმფრინავზე სმურფები​ დაეხატა, ამ საქმეს 14 დღე მოანდომა. თვითმფრინავის მოხატვისთვის კი 28 ფერის  420 ლიტრი საღებავი დაიხარჯა.

Смурфы