ავიაკომპანია Brussels Airlines-მა A330 ტიპის საჰაერო ხომალდის ახალი კაბინა წარმოადგინა, სადაც ბუტიკ სასტუმროა განთავსებული. აღნიშნულ საჰაერო ხომალდებს ავიაკომპანია შორმაგისტრალურ რეისებზე გამოიყენებს და წლის ბოლომდე ავიაპარკს კიდევ 7 მსგავს თვითმფრინავს შესძენს.

ბიზნეს კლასში 30 სავარძელი ჭადრაკულ სტილშია განლაგებული. სავარძლის სირბილე რეგულირდება და საჭიროების შემთხვევაში ის საწოლადაც გარდაიქმნება.

გარდა ამისა ყოველ სავარძელს 15,6- დიუმიანი ეკრანი გააჩნია, რომლის გამოყენებაც მგზავრს სურვილისამებრ შეეძლება.

თვითმფრინავში განთავსებული იქნება ასევე ბარი და მგზავრი თვითმომსახურების პირობებში მიიღებს სასურველ სასმელს თუ კერძს.