ლონდონის ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ შეძლო. მიზეზი ძლიერი ქარი იყო, რის გამოც პილოტების მცდელობამ, წარმატებით დაესვათ თვითმფრინავი, არ გაამართლა.

ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორც ცდილობენ პილოტები British Airways-ის თვითმფრინავის დასმას, თუმცა ამაოდ. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პილოტებს მეორე წრეზე მოუხდათ წასვლა. ლონდონში ძლიერი ქარი თავის მხრივ ქარიშხალ “ერიკისგან” იყო გამოწვეული.