FILE PHOTO: A British Airways plane taxis past tail fins of parked aircraft near Terminal 5 at Heathrow Airport in London, Britain, March 14, 2020. REUTERS/Simon Dawson/File Photo

ავიაკომპანიამ British Airways (BA) მიიღო გადაწყვეტილება, მოკლე მანძილზე შესრულებულ რვა პოპულარულ რეისზე ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის ტრადიციული ცხელი საუზმე (Full English Breakfast) გააუქმოს და ის ე.წ. „კონტინენტური საუზმით“ ჩაანაცვლოს.

ცვლილება ეხება ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან შესრულებულ უმოკლეს რეისებს (დაახლოებით 1 საათიანი ფრენები):

  • საერთაშორისო: ამსტერდამი, ბრიუსელი, დუბლინი და პარიზი.
  • შიდა (დიდი ბრიტანეთი): ბელფასტი, ჯერსი, მანჩესტერი და ნიუკასლი.

მგზავრები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ომლეტს, ბეკონსა და სოკოს, ახლა მიიღებენ ცივ ლანგარს, რომელიც შედგება:

  • ახალი ხილის ასორტისგან;
  • იოგურტისგან (Raspberry Super Bowl);
  • ერთი თბილი ნამცხვრისგან (კრუასანი ან პენი-ო-შოკოლადი).

BA-ს ოფიციალური განმარტებით, ეს ცვლილება არ არის ხარჯების დაზოგვის მცდელობა. მათი თქმით, ძალიან მოკლე ფრენებზე ეკიპაჟს უჭირს დიდი რაოდენობით ცხელი კერძების მომზადება და დარიგება, მგზავრებს კი — მათი მშვიდად მირთმევა. ასევე, ცივი ლანგრის დარიგება უფრო სწრაფია, რაც ბორტგამცილებლებს საშუალებას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ მგზავრებთან უშუალო კომუნიკაციას.

ცხელი საუზმე კვლავ შენარჩუნდება British Airways-ის სხვა შედარებით ხანგრძლივ ევროპულ რეისებზე (მაგალითად, თბილისის მიმართულებით, რომელიც 5 საათამდე გრძელდება, მგზავრებს კვლავ სრულფასოვანი ცხელი კერძები ელით).

საინტერესოა, რომ ავიაციის ექსპერტები ამ ნაბიჯს მაინც სკეპტიკურად უყურებენ და მას „პრემიუმ სერვისის მორიგ შემცირებას“ უწოდებენ.