ჟენევის აეროპორტში ავიაკომპანია British Airways-ის გარემონტებული მოცდის დარბაზი გაიხსნა. 

ლაუნჯის ინტერიერი შესაბამისობაშია ავიაკომპანიის კონცეფციასთან, რომელიც კომპანიამ გასულ წელს რომის აეროპორტში წარმოადგინეს. დარბაზში ყველა პირობაა შექმნილი მგზავრთა როგორც დასვენებისათვის ასევე საქმიანი შეხვედრებისათვის. ლაუნჯის ფართობი, რომელიც 327 კვ/მ-მდე გაიზარდა სხვადასხვა ზონას აერთიანებს.

ლობი-ბარი განთავსებულია ლაუნჯის ცენტრში. ბარის მენიუ აერთიანებს მრავალფეროვანი ალკოჰოლური სასმელების, ასევე არაალკოჰოლური სასმელების მენიუს. 

დარბაზი აღჭურვილია კომფორტული სავარძლებით​.

British Airways-მა ჟენევის აეროპორტის ლაუნჯი, მგზავრთამომსახურების პროგრამის ფარგლებში განაახლა, რომელიც 5 წელზეა გაწელილი და მისი ბიუჯეტი £6,5 მლრდ-ს შეადგენს. აღნიშნული ბიუჯეტით მოხდება ასევე საჰაერო ხომალდის მაღალსიჩქარიანი Wi-Fi -თ აღჭურვა, 128 შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდის ინტერიერის დიზაინის განახლება და 72 ახალი თვითმფრინავის შეძენა.