ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც COVID-19-ზე ულტრა სწრაფი ტესტირება დაიწყო, რომლის პასუხიც 25 წამშია ცნობილი.

მაღალ ინტელექტუალური ტექნოლოგიის საფუძველზე, ტესტს რომელიც ნერწყვის საშუალებით კეთდება, SARS-CoV-2-ზე სიმპტომატური და ასიმპტომური მგზავრების იდენტიფიცირება, ვირუსის სხვადასხვა ვარიანტების ჩათვლით, შეუძლია. აღნიშნული ტესტებით პირველ ეტაპზე საფრენოსნო და კაბინის ეკიპაჟის წევრების ტესტირება ხდება.

ციფრული ტესტი დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს მიერაა დამტკიცებული.

შეგახსენებთ, რომ British Airways-ი მოგზაურთა ჯანმრთელობის შესამოწმებლად VeriFLY-ს ტესტირებას ახდენს. აღნიშნული სამედიცინო პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ დაადასტუროს, რომ მგზავრები აკმაყოფილებენ მოგზაურობის მოთხოვნებს ციფრული სამედიცინო დოკუმენტის დამოწმებით.