ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავმა ბაქოს აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, British Airways-ის ბორტს ლონდონი-მუმბაის რეისის განხორციელებისას ძრავის პრობლემა შეექმნა. ხომალდის მეთაურმა საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო და ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
თუმცა მანამდე, აეროპორტმა 05:52 საათზე განგაში გამოაცხადა. თვითმფრინავი აეროპორტში წარმატებულად მხოლოდ 06:29 საათზე დაეშვა.
თვითმფრინავის ბორტზე 214 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. მგზავრები აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში გადაიყვანეს და საკვები და სასმელი მიაწოდეს.