დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანია British Airways-ი Airbus A380 ექსპლუატაციაში აბრუნებს. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. თუ გსურთ დადასტურება იმისა, რომ საჰაერო მიმოსვლა კრიზისიდან გამოდის, British Airways-ის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის ნიშანია.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, British Airways-ი მომდევნო თვიდან ექსპლუატაციაში 12-დან 5 ერთეულ Airbus A380-ს დააბრუნებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ Airbus A380-ის პირველი მიმართულებები ფრანკფურტი და მადრიდი იქნება.
დეკემბრიდან კი British Airways-ი A380-ის მეშვეობით რეისებს შემდეგი განრიგით განაახლებს:
მაიამი – 3 დეკემბრიდან,
დუბაი – 5 დეკემბრიდან,
დალასი – 7 დეკემბრიდან,
ლოს ანჯელესი – 9 დეკემბრიდან.