ბრიტანული ავიაკომპანიები – British Airways და EasyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ორი ავიაკომპანია – British Airways და EasyJet იწყებს ოპერირებას.
British Airways რეგულარულ ფრენებს ლონდონი- თბილისი- ლონდონის მიმართულებით, A320 Neo ბორტით შეასრულებს. ფრენები ჰითროუს აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. BRITISH AIRWAYS – ი INTERNATIONAL AIRLINES GROUP – ის წევრი ავიაკომპანიაა, რომელიც 65 ქვეყნის, 190 მიმართულებით ოპერირებს.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet -ი პირველ რეისს 2025 წლის 31 მარტს 🇨🇭ჟენევა – თბილისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 1 აპრილიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით ფრენებს 🇬🇧 ლონდონისა და 🇮🇹 მილანის მიმართულებით დაიწყებს, B737-800 ბორტით. EasyJet 343 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 35 ქვეყნის 158 აეროპორტში ოპერირებს.
მთავარი აეროპორტები British Airways და EasyJet – ახალი ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში