ავიაკომპანია British Airways-მა “მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად” რამდენიმე სერვისის ცვლილების შესახებ განაცხადა.

პირველ რიგში, ავიაკომპანია ნერგავს მცენარეებზე დაფუძნებულ მენიუს, ჯერ ჰითროუს აეროპორტის ლაუნჯებში, შემდეგ კი აშშ-ში.

გადამზიდავი ჰითროუს ლაუნჯებში ​ ასევე ჩაანაცვლებს წყლის პლასტმასის ბოთლებს უახლესი სადგურებით.

გარდა ამისა, British Airways ნერგავს ტექნოლოგიას, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ თავიანთ ბარგს მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

და ბოლოს, ავიაკომპანია World Traveller Plus-ის მგზავრებს რეგისტრაციის სპეციალურ დახლებს.

“ჩვენ გავაუმჯობესებთ მომხმარებლის გამოცდილებას ალტერნატიულ მენიუზე ფოკუსირებით, პლასტმასის მოხმარების შემცირებით და ტექნოლოგიების დანერგვით. მომავალში, ჩვენ აუცილებლად გავახარებთ მოგზაურებს ჩვენი ახალი ჯილდოს მფლობელი Club Suite ბიზნეს სავარძლებით,” – განაცხადა British Airways-ის ბრენდისა და მომხმარებლის გამოცდილების დირექტორმა ტომ სტივენსმა.