ავიაკომპანია British Airways-მა “მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად” რამდენიმე სერვისის ცვლილების შესახებ განაცხადა.
პირველ რიგში, ავიაკომპანია ნერგავს მცენარეებზე დაფუძნებულ მენიუს, ჯერ ჰითროუს აეროპორტის ლაუნჯებში, შემდეგ კი აშშ-ში.
გადამზიდავი ჰითროუს ლაუნჯებში ასევე ჩაანაცვლებს წყლის პლასტმასის ბოთლებს უახლესი სადგურებით.
გარდა ამისა, British Airways ნერგავს ტექნოლოგიას, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ თავიანთ ბარგს მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
და ბოლოს, ავიაკომპანია World Traveller Plus-ის მგზავრებს რეგისტრაციის სპეციალურ დახლებს.
“ჩვენ გავაუმჯობესებთ მომხმარებლის გამოცდილებას ალტერნატიულ მენიუზე ფოკუსირებით, პლასტმასის მოხმარების შემცირებით და ტექნოლოგიების დანერგვით. მომავალში, ჩვენ აუცილებლად გავახარებთ მოგზაურებს ჩვენი ახალი ჯილდოს მფლობელი Club Suite ბიზნეს სავარძლებით,” – განაცხადა British Airways-ის ბრენდისა და მომხმარებლის გამოცდილების დირექტორმა ტომ სტივენსმა.