ბრიტანული კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს მივლინებებში თვითმფრინავის მეშვეობით გამგზავრებას უკრძალავენ და აიძულებენ მათ იმგზავრონ მატარებლებით, რომლებიც ევროპაში ყველაზე ნელი და ძვირია.

გადაწყვეტილება მიღებულ CO2-ის შემცირების მოტივით. ამავდროულად, ზოგიერთს ეკრძალება მივლინებაში წასვლა კონტინენტურ ევროპაშიც კი, თუ კონკრეტულ ლოკაციაზე მოხვედრა მატარებლითაა შესაძლებელი.

ამავდროულად ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბრიტანეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად განვითარებული, რომ გაუძლოს დატვირთვას, თუ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება მთავრობის დონეზე.