ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს, რომ მგზავრებს ბორტზე დიდი მოცულობით სითხისა და პერსონალური კომპიუტერის ატანის ნებართვა მისცეს, აღნიშნულ ინფორმაციას theuk.one ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილება განპირობებულია უახლესი ტექნოლოგიის შექმნით, რომელიც ბარგის შემოწმებისა და დოკუმენტების გადამოწმების პროცესს აჩქარებს.
3D-სკანერები უკვე გამოჩნდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მთლიანობაში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებული აეროპორტების აღჭურვა თანამედროვე სკანერებით 3 წელიწადში დასრულდება. ეს პროცესი კი ბორტზე გარკვეული ნივთების ატანის აკრძალვის გაუქმების წინაპირობა გახდება. დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში თვითმფრინავის ბორტზე კომპიუტერული ტექნიკისა და დიდი მოცულობით სითხის ატანა 2026 წლიდან იქნება ნებადართული.