დიდმა ბრიტანეთმა აეროპორტებში COVID-19-ით ინფიცირებული მგზავრების გამოვლენა შესაძლოა ძაღლებს ანდროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ძაღლების ტრენინგი ამ მიმართულებით დადებითად დასრულდება და ისინი დაავადებული ადამიანების სელექციას მოახდენენ. 

euronews-ი წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ მკვლევართა ჯგუფისთვის თითქმის 500 ათასი ევრო გამოყო, რათა საბოლოოდ გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება, ქვეყანაში ჩამოსულ მგზავრებში, COVID-19-ით ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენის მიმართულებით.

დადასტურებულია, რომ ძაღლების მიერ ადამიანებში წარმატებით იქნა აღმოჩენილი მალარია, პარკინსონის დაავადება, კიბოს გარკვეული ტიპები, ეპილეფსია და სისხლში შაქრის ამაღლებაც კი.

ეს გამოწვეულია იმით, რომ დაავადებული ადამიანის სხეულის სუნი იცვლება. ახლა მეცნიერთა ამოცანაა იმის გაგება, შეძლებენ თუ არა ძაღლები იმ ადამიანების გამოვლენას, რომლებიც COVID-19-ით არიან დაავადებულნი და სათანადო სიმპტომები გააჩნიათ.

ექსპერიმენტში მონაწილეობას რამდენიმე ჯიშის ძაღლი იღებს. გამოკვლევებს 8-10 კვირა დასჭირდება. თუ კი ექსპერიმენტი დადებითად დასრულდება, მაშინ სექტემბრისთვის ბრიტანეთში მინიმუმ 6 ძაღლი იქნება, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს გამოარჩევს.