ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
trt.net.tr-ს ინფორმაციის თანახმად, Boeing 747-ის ტიპის სარაკეტო თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Virgin Orbit-ს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლიდან აფრინდა.
მოგვიანებით რაკეტა თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე მოშორდა და აალდა.
თუმცა, Virgin Orbit-მა საკითხთან დაკავშირებით Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იყო ანომალია, რამაც ხელი შეუშალა რაკეტას ორბიტაზე გასვლაში.
თვითმფრინავი კი კორნუოლში დაბრუნდა, როგორც დაგეგმილი იყო.
მისია წარმატებული რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი იქნებოდა იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გააგზავნა.