კომპანია Which-მა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს სწავლობს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც ბრიტამნეთის ავიაბაზარზე ოპერირებენ, მე-19 ანუ ბოლო ადგილზეა ადგილზეა “ლოუკოსტერი” Ryanair-ი.
ВВС-ის ინფორმაციით, ანტირეიტინგის TOP-5-ში არიან ასევე: Aurigny Air Service, KLM, Norwegian Swiss Airlines და Jet2.
მე-11 და მე-15 ადგილზე არიან ისეთი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანიები, როგორებიცაა Easyjet და British Airways.
როგორც ცნობილია Ryanair-ის თანამშრომლებმა 2018 წელს არაერთი უმსხვილესი გაფიცვა მოაწყეს, შედეგად დაზარალდნენ მგზავრები და კომპანიამ ისინი კომპენსაციითაც არ უზრუნველყო. იმავდროულად ავიაკომპანიამ 3-ჯერ შეცვალა ბარგის გადაზიდვის წესები.
ბრიტანელებმა უკმაყოფილება დააფიქსირეს ასევე რეგისტრაციის, სავარძლების კომფორიტის, საჭმლისა და სასმელის ხარისხზეც.