დღეიდან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. უნგრულ ავიაკომპანია Wizz Air-ში განმარტავენ, თუ როგორ მოახდენენ დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ოპერირებას. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის ოფიციალურად გასვლიდან (31 იანვარი) 11 თვის განმავლობაში (31 დეკემბერი) Wizz Air-ი გააგრძელებს ევროკავშირის ბაზების ნორმატიულ-სამართლებრივ მხარდაჭერას. 

“ამიტომ ამ პერიოდში დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ავიამიმოსვლაზე ცვლილებები არ იგეგმება”, აცხადებენ Wizz Air-ში.