იტალიის ყოფილი ფლაგმანური ავიაკომპანია Alitalia-ს ბრენდი Alitalia – Società Aerea Italiana S.p.A გასაყიდადაა გამოტანილი. ობიექტის საწყისი ღირებულება 290 მლნ ევროს (პლუს გადასახადები) შეადგენს. როგორც ცნობილია Alitalia-მ ოპერირება, მრავალწლიანი კრიზისის შ 15 სექტემბერს შეაჩერა. Alitalia-ს ნაცვლად კი ოპერირება დაიწყო Italia Trasporto Aereo-მ, რომელიც უფრი ცნობილია სახელით ITA.
აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტს, რომელიც ბრენდ Alitalia-თი დაინტერესდება ექსპლუატანტის სერტიფიკატი და 200 მლნ ევროს აქტივები უნდა ქონდეს.
მოლოდინია, რომ ITA ბრენდ Alitalia-ს შეიძენს, რადგანაც სწორედ ის არის ძველი ავიაკომპანიის ლოგიკური მემკვიდრე.
ბრენდის გასხვისების აუქციონი 31 დეკემბრს დასრულდება.