Breeze Airways-ი ტამპას საერთაშორისო აეროპორტიდან (TPA) პირველ საერთაშორისო რეისს ამატებს. ავიაკომპანია 2026 წლის 11 თებერვლიდან იწყებს სეზონურ ფრენებს მონტეგო ბეიში(იამაიკა), სანგსტერის საერთაშორისო აეროპორტის (MBJ) მიმართულებით.

ახალი მარშრუტი დაგეგმილია ემსახუროს მგზავრებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით.

ტამპას საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ სტეფენსმა, აღფრთოვანება გამოხატა ამ სიახლის გამო.

„ძალიან გვიხარია, რომ Breeze Airways-ის ზრდის პარტნიორები ვართ 2021 წლის პირველი რეისიდან მოყოლებული და მისი პირველი აეროპორტების რიგში ვართ, რომელიც საერთაშორისო სერვისს შესთავაზებს“, — განაცხადა სტეფენსმა. „Breeze-ის წყალობით, ტამპას ყურის რეგიონის მგზავრებს მალე ექნებათ სწრაფი და მოსახერხებელი წვდომა მონტეგო ბეის, იამაიკის კაშკაშა კულტურასა და საოცარ პლაჟებზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილია.“

მონტეგო ბეის მარშრუტი გახდება რიგით მე-30 მიმართულება, რომელსაც Breeze Airways-ი ტამპას საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

ავიაკომპანია ახალი რეისისთვის სპეციალურ შესავალ ტარიფს აწესებს: ბილეთების ფასი ცალმხრივი მგზავრობისთვის 99 დოლარიდან დაიწყება.