ავიაკომპანია Lufthansa-მ United Airlines-თან ერთად TAP Air Portugal-ის 45%-ის შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ TAP Air Portugal-ის აქციათა 50%-ი პორტუგალიის მთავრობის, 5%-ი ავიაკომპანიების თანამშრომლების, ხოლო 45%-ი კი ბიზნესმენ დევიდ ნილმანისა და მისი პორტუგალიელი პარტნიორის უმბერტო პედროსეს საკუთრებაშია. ნილმანმა განაცხადა, რომ განიხილავს ავიაკომპანიის 45%-ის გასხვისებას, რომელიც 2015 წელს წელს პორტუგალიის მთავრობისგან შეიძინა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, Lufthansa-მ და United Airlines-მა TAP Air Portugal-ის წილის ყიდვაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
TAP Air Portugal–ის წილის ყიდვა ყიდვა ბუნებრივი ნაბიჯია Lufthansa-სთვის, ავიაკომპანია, რომელიც პოპულარობას იძენს ბრაზილიაში, რაც TAP Air Portugal-ის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზარია.
რაც შეეხება United-ს ისიც ასევე შეიძლება იყოს დაინტერესებული ლათინურ ამერიკაში კიდევ უფრო განვითარებით.