2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს  ახალი ევროპული მიმართულებაემატება. მგზავრებს საშუალება ექნებათსლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირირეისით იმგზავრონ. ევროპის ეკოლოგიურადყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავაქუთაისიბრატისლავასმიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირასგანახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ახალი მიმართულების დამატება შესაძლებელიგახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასადა Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებულიმოლაპარაკებების შედეგად. ავიაბილეთების შეძენაავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვეშესაძლებელია.

ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთიმნიშვნელოვანი ჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. ამის გამო ახალმა მიმართულებამ ქართველიმოგზაურებისთვის შეიძლება დამატებითიკულტურული და ტურისტული შესაძლებლობებიშექმნას — როგორც დასვენებისთვის, ისემრავალმხრივი ევროპული აღმოჩენებისთვის.

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით.ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს. 2012 წელს, საქართველოს ბაზარზე ოპერირებისდაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდანდა პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრიგადაიყვანა.