გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბოსფორის სანაპიროც ცოცხლდება და იგი ცისარტყელის   ფერებში იმოსება.  სანაპიროებზე სეირნობისას აუცილებლად შეამჩნევთ იმ ბრწყინვალე სასახლეებს, რომლებიც ისლამური არქიტექტურის საოცარ ნიმუშებად ითვლება.  თურქეთის საუკეთესო არქიტექტურულ ნიმუშებად ითვლება.  ისინი მდებარეობს იქ, სადაც სტამბოლის ევროპული და აზიური ნაწილი ხვდება ერთმანეთს.

გლამურული სტამბოლი

დიდებული და ულამაზესი სტამბოლი ყოველთვის ახერხებს სტუმრების გაოცებას  თავისი ენერგიული,  სიცოცხლით სავსე ცხოვრების სტილითა და გამორჩეული არქიტექტურით. იგი მდებარეობს ბოსფორის სრუტის ორ ნაპირზე, ესე იგი ერთბაშად ორ კონტინენტზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სწორედ ამ ნაპირებზეა ის დიდებული  სასახლეები, რომლებიც მე-17 საუკუნით თარიღდება და რომლებიც საუკეთესოდ ასახავენ ოსმალეთის ისტორიას.   ისინი აგებულია ოსმალურ სტილში და არის ორ-სამ სართულიანი, სადაც  მრავალი საინტერესო ოთახია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აგების ადგილი დამოკიდებული იყო მესაკუთრის სტატუსზე.

ამ მნიშვნელოვან ნაგებობებს შორისაა დოლმაბაჰჩეს სასახლე, ჩირაგანის სასახლე, ბეილერბეის სასახლე, ადილე სულთანის პავილიონი და სხვ. ამბობენ, რომ სტამბოლში  კიდევ 300 ასეთი სასახლეა, რომლებიც მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებად ითვლება თურქეთში. ბოსფორის ტურის დროს თქვენ ულამაზეს ზღვისპირა სასახლეებს ორთაქოიში, ქურუჩეშმეში, ბებექში, რუმელიჰისარსა და ემირგანში იხილავთ, რომლებიც ევროპის ნაწილში მდებარეობს.   ანატოლიის მხრიდან კი  სასახლეები მოჩანს კუზგუნჩუქში, ბეილერბეიში, ჩენგელქოიში, ჩუბუქლუსა და სხვა რაიონებში. მათი ნაწილი ახლო წარსულს ეკუთვნის, უმეტესობა კი ოსმალეთის პერიოდს.  ზოგიერთი დღესდღეობით გადაკეთებულია მუზეუმად, სასტუმროებად და ბრწყნივალ ეღონისძიებების ადგილებად.

ბოსფორი

როგორც ზემოთ აღინიშნა,  ბოსფორის მონახულება ყველაზე უკეთ ნავით სეირნობისას არის შესაძლებელი. არსებობს ჯგუფური ნავის ან კერძო ნავის დაქირავების შესაძლებლობა. უნდა გითხრათ, რომ  კერძოს დაქირავების შემთხვევაში ორმაგი სიამოვნება გელოდებათ, რადგან მოივლით სტამბოლის ულამაზეს კულტურულ შენობებს შუა ბოსსფორში და ამავდროულად, დააგროვებთ დაუვიწყარ მოგონებებს.  გაგიმართლებთ, თუ თქვენი საგაზაფხულო ბოსფორის ტურში შევა დელფინების ყურებაც, რომლებიც შუა ბოსფორში დაცურავენ.

ქალაქის ატრაქციონების ცენტრი

ბოსფორი სსანაპირო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ადგილად ითვლება, რადგან აქ არის ცოცხალი და სასიამოვნო ატმოსფერო, საოცარი კულტურული ღირსშესანიშნაობები, ასევე შესანიშნავი რესტორნები, რომლებიც მიშლენის ვარსკვლავებით არის შესაფერისი. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ აქ დაგხვდებათ უმაღლესი დონის მომსახურება როგორც რესტორნებში და კვებით დაწესებულებებში, ისე სასტუმროებსა თუ სხვა ადგილობრივ შენობებში.