საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. საქართველოს 5 მოქალაქე ქ. გრუდეში იმყოფებოდა, საიდანაც, ბოსნია და ჰერცეგოვინას მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.
➡️ ანკარაში საქართველოს საელჩომ, რომელიც ასევე აკრედიტებულია ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოსნიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის საჭირო სპეციალური ნებართვის მოპოვება, რის შემდეგაც, შესაძლებელი გახდა მათი ტრანსპორტირება ქ. გრუდედან სერბეთის საზღვრამდე. ხოლო სერბეთში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება და შესაბამისი ნებართვების მოპოვება უნგრეთის საზღვრამდე გადაადგილებისთვის. თავის მხრივ, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდა მათი ტრასნპორტირება ქ. ვენამდე, ხოლო ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით კი, მათთვის მოპოვებულ იქნა ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლისა და გამგზავრების ნებართვა.
✔️ ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, მ/წლის 1 მაისს, ხსენებული საქართველოს მოქალაქეები ქ. ვენიდან ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. მინსკის მიმართულებით, საიდანაც ბელარუსში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ასევე შესაბამისი ავიარეისით გაემგზავრნენ ქ. ერევანში, საიდანაც სომხეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ორგანიზებული დერეფნის საშუალებით გამოემგზავრნენ სამშობლოში.
? საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.