კომპანია Priestman Goode-ს დიზაინერებმა, რომლის ოფისიც ლონდონში მდებარეობს, პროექტ Get On board-ის ფარგლებში თვითმფრინავის ბორტზე გამოსაყენებელი ჭურჭელი შექმნეს. ჭურჭელი მთლიანად ბიოდეგრადირებადი მასალისგანაა შექმნილი. ბორტზე კვების ჭურჭლის კომპლექტი მთლიანად ბანანის ფოთლებისგან, ზღვის მცენარეებისგან, ბამბუკისგან, ყავისგან და ვაფლის ცომისგან არის დამზადებული.
აღნიშნული ბიოდეგრარირებადი ჭურჭლის შექმნისკენ გავრცელებულმა ინფორმაციამ უბიძგა, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის სალონიდან ყოველწლიურად 5.7 მლნ ტონა პლასტიკატის ნაგავი გროვდება, რომელიც შემდგომ გარემოში ხვდება. ეკოლოგიური ჭურჭელი კი პირიქით, გარემოს დაბინძურებისგან დაიცავს.