MoneySuperMarket-ის ექსპერტებმა 100-ზე მეტი ავიაკომპანიის მგზავრების 27000 შეფასება გაანალიზესდა  ფრენის დროს ბორტზე კვების მქონე საუკეთესო ავიაგადამზიდავები გამოავლინეს. რეიტინგში პირველი ადგილი, 10-დან 8,6 საშუალო ქულით მომსახურების ყველა კლასში ავიაკომპანია Kuwait Airways-მა დაიკავა, რომელიც მომხმარებელს ბორტზე კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს.

მეორე ადგილზე 8,44 ქულით ავიაკომპანია Oman Air მოხვდა, ხოლო მესამეზე კი 8,39 ქულით Middle Eastern Airlines-ი.
საერთო ჯამში, ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიები ძალიან კარგად მუშაობდნენ მომსახურების ყველა კლასში.

ბორტზე კვების მქონე საუკეთესო ტოპ 10 ავიაკომპანია:

1. Kuwait Airways;
2. Oman Air;
3. Middle East Airlines;
4. Air Algérie;
5. airBaltic;
6. Aegean Airlines;
7. JetBlue;
8. Turkish Airlines;
9. Air Mauritius;
10. Swiss International Air Lines;