ამერიკული ავიაკომპანიის ბორტგამცილებელმა ხიზერ პულმა, რომელმაც საკუთარ საქმიანობაზე წიგნი დაწერა, იმ მგზავრებზე ისაუბრა, რომელთაც თვითმფრინავში სექსი აქვთ.
მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში უფრო მეტი მგზავრი იყენებს საპირფარეშოს განმარტოებისათვის.
ბორტგამცილებელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მგზავრების ნაწილი სექსისთვის საკუთარ სავარძელს ამჯობინებს. ამ დროს კი ისინი პლედს იფარებენ თუმცა ისედაც ცხადია პლედის ქვეშ რაც ხდება.
ის ამბობს, რომ ასეთ დროს, ბორგამცილებელი იწყებს სავარძლებს შორის სიარულს, ან იწყებს ხველას და ამ მეთოდით სხვისი “ხმების” გადაფარვას.
პულის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე სექსი უსაფრთხოების წესებს არ შეესაბამება, თუმცა არც კანონის დარღვევად მიიჩნევა. “უკანონოდ მიიჩნევა ბორგამცილებლის დაუმორჩილებლობა. თუ კი ბორგამცილებელი მოგიწოდებთ, რომ შეჩერდეთ, თქვენ მაშინვე უნდა შეწყვიტოთ აქტი” ამბობს პული.