იცოდით, რომ პირველი ბორტგამცილებელი პროფესიით მედდა და მფრინავის ლიცენზიის მქონე ამერიკელი ელენ ჩერჩი იყო? აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პოსტს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბორტგამცილებლის პროფესიის დაუფლება 3 თვეაშია შესაძლებელი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბორტგამცილებლობა ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად საქმიანობად ითვლება.
“როდესაც 1930 წელს მან ავიაკომპანია Boeing Air Transit-ს სამსახურში მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა, ის დიდი სიხარულით დაასაქმეს. გარდა პირდაპირი მოვალეობების შესრულებისა, ელენი ზრუნავდა თვითმფრინავის საწვავით მომარაგებაზე, ატარებდა ბარგს, პილოტის კაბინაში ქოქავდა საათს და სხვ.
დღესდღეობით, ბორტგამცილებლობა ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად საქმიანობად ითვლება.
✈️ თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს: „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან“ არსებულ “საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრში” თქვენ შეგიძლიათ 3 თვეში დაეუფლოთ ამ პროფესიას, სრული კურსის ღირებულება 1800 ლარია.
კურსზე ჩარიცხვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
✅ჰქონდეს გავლილი სპეციალური სამედიცინო შემოწმება (შემოწმება უნდა გაიაროთ ქ. თბილისის აეროპორტის დასახლებაში მდებარე სპეციალიზებულ კლინიკაში. შემოწმების გავლისთვის აუცილებელია მიმართვა, რომლის მისაღებად უნდა მობრძანდეთ საავიაციო უნივერსიტეტში);
✅ფლობდეს ინგლისურ ენას;
✅იყოს კომუნიკაბელური;
✅ჰქონდეს სასიამოვნო გარეგნობა;
✈️ ამ კურსის გავლისთვის გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის”, აცხადებენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში.