ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა სასურველი, მაგრამ მაინც შორეული მიზანია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
“ამის განხილვა შესაძლებელია, მზადება შეიძლება მოხდეს. და ეს ხდება, მათ შორის ბორისპილში. თუმცა, უსაფრთხოების საკითხები უფრო ყოვლისმომცველად და არსებითად უნდა გადაწყდეს”, – თქვა მან სატელევიზიო გადაცემაში Argument. პოდოლიაკმა დასძინა, რომ „თუ უსაფრთხოების საკითხი მოგვარდება, მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი ამა თუ იმ ლოგისტიკაზე, მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის ლოგისტიკაზე“.
1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა აეროპორტის შენობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბორისპილი მალე განაახლებს ფრენებს. ამავე დროს, ის ამტკიცებდა, რომ უკრაინას „ახლა შეუძლია უზრუნველყოს ამ ობიექტის უსაფრთხოება“.