კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა და ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WizzAir-მა სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტირების განახლებაზე, ბუდაპეშტში მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ აეროპორტის პრესსამსახური იტყობინება.
„2025 წლის 11-დან 13 თებერვლამდე ბორისპოლის აეროპორტის დელეგაციამ გამართა მაღალი დონის შეხვედრა და მოლაპარაკებები ევროპულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან ბუდაპეშტის სათაო ოფისში. მთავარი თემა იყო საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ დედაქალაქის ბორისპოლის აეროპორტიდან საჰაერო მიმოსვლის ოპერატიულად დაწყება“, – ნათქვამია ანგარიშში.
WizzAir-მა დაადასტურა, რომ კომპანიას აქვს მკაფიო და ამბიციური გეგმა უკრაინის ბაზარზე დაბრუნებისთვის.
ამ დროისათვის უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის თარიღი უცნობია.