ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა კიდევ ერთი ახალი მიმართულებით დაიწყო ოპერირება. ბოლონიაში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათს და შაბათს არის შესაძლებელი. პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლონიის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისების შესრულება კიდევ ერთი დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია WIzz Air-ს 23 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს.
ირლანდიურიმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისი-მილანის მიმართულებით 6 ნოემბრიდან სრულდება. ასევე, 7 და 9 ნოემბრიდან მარსელსა და ბოლონიაში მოხვედრა ქუთაისის აეროპორტიდააა შესაძლებელი. 2020 წლის აპრილიდან კი Ryanair თბილისიდან პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას კვირაში ორი სიხშირით, გერმანიის ქალაქ კიოლნის მიმართულებით დაიწყებს.
Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.