ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოინახულეს. ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ მათ ბათუმის აეროპორტში განხორციელებული და მიმდინარე ინსფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია დასრულდა, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა და ასევე, ტავ ჯორჯიამ შეიძინა ახალი ტექნიკა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
მთავარი აეროპორტები ბოლო ერთი წლის განმავლობაში TAV Georgia-მ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ ლარის...












