ამერიკულ კორპორაცია Boeing-ს მარტში თვითმფრინავის შეძენაზე, 737-ის ოჯახიდან, არც ერთი შეკვეთა არ მიუღია, წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციითვე, Boeing-მა11 ერთეული 737 MAX მიაწოდა. მიმდინარე მაჩვენებლები თავის მხრივ ორჯერ უფრო მცირეა ვიდრე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები.
თებერვალში Boeing-მა მსგავსი ტიპის ლაინერზე 27 შეკვეთა, ხოლო იანვარში 24 შეკვეთა მიიღო.