კომპანია Boeing-ს ახალი პრობლემა აქვს. ავიამშენებელმა კომპანიამ არ იცის, სად დაასაწყობოს B-737max-ის სერიის საჰაერო ხომალდები, რომელთა გამოყენებაზეც გარკვეული აკრძალვები არსებობს. სწორედ ამ აკრძალვის გამო, Boeing-ი იძულებულია ახალი B-737max-ის თვითმფრინავები სიეტლში განთავსებული საწარმოს ტერიტორიაზე დააპარკინგოს. თუმცა ადგილი საკმარისი არ არის და ამიტომ Boeing-ი მორიგი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დადგა.

​თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოდან კარგად ჩანს, რომ ახალი თვითმფრინავების დასაპარკინგებელი ადგილები აღარ არსებობს და ამისდა მიუხედავად, კომპანია მათ წარმოებას ინტენსიურად აგრძელებს. B-737max-ის გამოყენება მსოფლიო ავიაციამ შეაჩერა, მწარმოებელი კი მისი წარმოების შეჩერებას ან შეწყვეტას რატომღაც არ აპირებს.