კორპორაცია Boeing-ის აქციონერმა რიჩარდ სიკმა აშშ-ს სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანა, რომლითაც ის Boeing-ს 737 MAX-ის მოდელის თვითმფრინავებზე უსაფრთხოების სისტემებში არსებული ხარვეზების დამალვაში ადანაშაულებს.
სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მწარმოებელი “კომპანია უსაფრთხოებაზე მაღლა შემოსავალს აყენებს”. როგორც ირკვევა, Boeing-ის ინვესტორებმა ყველაზე დიდი ზარალი ამა თუ იმ ქვეყნის მიერ Boeing 737 MAX-ზე უარის თქმის შემდეგ განიცადეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში Boeing 737 MAX-ის მოდელის თვითმფრინავების ავიაკატასროფისა თუ ამა თუ იმ ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ მსოფლიოს ავიაკომპანიებმა და ქვეყნებმა ამ მოდელის თვითმფრინავების ექსპლუატაცია, გამოძიების დასრულებამდე შეაჩერეს.