ამერიკულმა კომპანია Boeing-მა თავის ისტორიაში პირველად, 25 იანვარს თვითმფრინავების წარმოება ერთი დღით შეაჩერა, რათა თანამშრომლებისთვის პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი ჩაეტარებინა.

მწარმოებელმა ასეთი ღონისძიების ორგანიზება იანვარში Boeing 737-9 MAX თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

ინციდენტმა გამოიწვია ის, რომ 171 ერთეული Boeing 737-9 MAX მთელს მსოფლიოში მიწაზე დასვეს.

შემდგომმა ინსპექტირებამ აჩვენა, რომ ამ ტიპის სხვა თვითმფრინავებზე, ჭანჭიკები არ იყო საიმედოდ მიმაგრებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმფრინავების აწყობის ხარისხს Boeing-ის ქარხნებში.