Boeing-მა ბიზნესჯეტების ახალი ხაზი წარმოადგინა, რომელიც შედარებით ხანგრძლივ ფრენებზეა ორიენტირებული. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ BBJ-777 X.-ის საშუალებით, პირდაპირი რეისებით შესაძლებელია  მსოფლიოს ნებისმიერი ორი წერტილი ერთმანეთს დაუკავშირდეს.

პროექტის ფარგლებში საუბარია ორი ტიპის თვითმფრინავზე

მაშ ასე, BBJ-777-8-ს უწყვეტად 21 570 კმ-ს დაფარვა შეუძლია, ხოლო BBJ-777-9-ს 20 370 კმ-სი. Boeing-ში განმარტავენ, რომ ჯერ გაყიდვები არ დაწყებულია, თუმცა კომპანიამ 21 ერთეულზე წინასწარი შეკვეთა უკვე მიიღო.