Boeing-მა ივლისში 30 კომერციულ თვითმფრინავზე მიიღო მყარი შეკვეთა, რომლის საერთო ღირებულებაც 6.2 მლრდ დოლარია. პირველი შეკვეთიდან (20 თვითმფრინავი) 15 არის Boeing 737MAX-8, რომელიც კომპანიას ბრაზილიურმა გადამზიდავმა GOL-მა შეუკვეთა, ხოლო 5 ერთეული Boeing 777F ამერიკულ კორპორაციას Qatar Airways-მა დაუკვეთა.
ივლისშივე Boeing-მა დამატებით კიდევ 10 თვითმფრინავზე მიიღო მყარი შეკვეთა, რომელიც ავიამშენებელს Hawaiian Airlines-მა გაუკეთა. საუბარია 10 ერთეულ Boeing 787-9-ზე, რომლის ღირებულებაც 2.8 მლრდ დოლარია.