ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კონცერნმა Boeing-მა იანვარ-სექტემბერში 21%-ზე მეტით შეამცირა და ბაზარს მთლიანობაში 291 კომერციული თვითმფრინავი მიაწოდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 371 თვითმფრინავი იყო. 2024 წლის მესამე კვარტალში Boeing-მა ბაზარს 116 თვითმფრინავი მიაწოდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 105 თვითმფრინავი.
როგორც აღინიშნა, Boeing-მა სექტემბერში მომხმარებელს 33 თვითმფრინავი მიაწოდა, ექვსით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში.