ამერიკულმა საავიაციო გიგანტმა Boeing-მა მოიპოვა ნებართვა ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA), რომ თვეში 42 ერთეულამდე გაზარდოს 737 MAX-ის წარმოება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც 2024 წლის იანვრიდან დაწესებულ 38 თვითმფრინავიან ლიმიტს ხსნის, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიას ფინანსური სტაბილურობის აღდგენასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში.

FAA-მ უპრეცედენტო შეზღუდვა მას შემდეგ დააწესა, რაც 2024 წლის იანვარში Alaska Airlines-ის 737 MAX 9-ის ბორტზე ავარიული სიტუაცია შეიქმნა — თვითმფრინავის ფიუზელაჟში 16,000 ფუტის სიმაღლეზე კორპუსის ნაწილი მოწყდა. ინციდენტმა “Boeing”-ის წარმოებაში უსაფრთხოებისა და ხარისხის ფართოდ გავრცელებული ხარვეზები გამოავლინა.

პოპულარული ერთგადასასვლელიანი თვითმფრინავის მიწოდების ზრდა გადამწყვეტია Boeing-ის ფინანსების აღსადგენად. ავიამშენებლები შემოსავლის ძირითად ნაწილს სწორედ თვითმფრინავის ჩაბარებისას იღებენ.

  • უსაფრთხოების შემოწმება: FAA-მ პარასკევს განაცხადა, რომ მისმა უსაფრთხოების ინსპექტორებმა ჩაატარეს “ფართო შემოწმებები” Boeing-ის საწარმოო ხაზებზე იმის დასადასტურებლად, რომ “წარმოების ტემპის ეს მცირე ზრდა განხორციელდება უსაფრთხოდ”.
  • სწრაფი დაწყება: როგორც ინფორმირებული წყაროები იუწყებიან, FAA-ს ადმინისტრატორმა ბრაიან ბედფორდმა პირადად დაურეკა Boeing-ის აღმასრულებელ დირექტორს, კელი ორტბერგს, და დაუდასტურა წარმოების გაზრდის გეგმა. კომპანია გეგმავს, დაუყოვნებლივდაიწყოს წარმოების ზრდა.

ამ ფონზე, Boeing-ის აქციები საათების შემდგომ ვაჭრობაზე 1.2%-ით გაიზარდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ “Boeing”-ს წარსულში 737-ის უფრო მაღალი ტემპით წარმოებაც შეეძლო, დღეს მიწოდების ჯაჭვი უფრო დაძაბულია, რაც გამოწვევებს ქმნის ძრავების, ჩამოსხმული ნაწილებისა და ინტერიერის კომპონენტების უზრუნველყოფის კუთხით.