Boeing-ის კრიზისი დასასრულისგან შორს არის და ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა მეტი უნდა გააკეთოს მომხმარებელთა პრობლემების გადასაჭრელად, განაცხადა Emirates-ის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა დუბაიში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის 80-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ავიაკომპანიამ მილიარდობით კომპენსაცია უნდა მიიღოს უახლესი Boeing 777 თვითმფრინავის შეფერხებისთვის, სხვათა შორის, Emirates ითვლება ფართო ფიუზელაჟის მქონე Boeing-ისა და Airbus-ის უმსხვილეს მყიდველად.
ექსპერტის აზრით, ამ კრიზისის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა ხუთ წლამდე დასჭირდეს.
ავიაკომპანია “უკიდურესად გაღიზიანებულია” Boeing-ით, რადგან შეფერხებები აფერხებს ავიაკომპანიის ზრდის გეგმებს, თქვა კლარკმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს შეხვდეს სტეფანი პოპს, კორპორაციის კომერციული თვითმფრინავების განყოფილების ახალ ხელმძღვანელს
კლარკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Emirates ახორციელებს თავისი Boeing 777-ების მოდერნიზების ვრცელ პროგრამას და ამჟამინდელმა ვითარებამ პროგრამის ღირებულება დაახლოებით $3,5 მილიარდამდე ზრდა განაპირობა.
სწორედ ამიტომაა Emirates-ის ხელმძღვანელი დარწმუნებული, რომ ავიაბილეთების ფასები გაიზრდება.
”სამწუხაროდ, ეს ასეა”, – განუცხადა მან CNBC-ს.