თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ინფორმაციით, ამერიკული კორპორაცია Boeing-ი 737 MAX-ის ფრენების შეჩერების გამო წარმოშობილ ზარალს ნაწილობრივ აუნაზღაურებს.
Turkish Airlines-მა Boeing 737 MAX-ით ფრენები 2019 წლის 13 მარტიდან შეაჩერა, რაც თავის მხრივ ეთიოპიაში მსგავსი მოდელის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას უკავშირდებოდა. Turkish Airlines-ის ავიაპარკი კი მთლიანობაში 12 ერთეულ Boeing 737 MAX-ს აერთიანებდა.
ავიაკომპანიაში ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ამერიკული კორპორაცია თურქულ კომპანიას ზარალის ნაწილს აუნაზღაურებს. თუმცა Turkish Airlines-ში არც სრული ზარალის და არც კომპენსაციის მოცულობას არ აკონკრეტებენ.