კომპანია Boeing-ი 2030 წლისთვის თვითმფრინავებს 100%-ით ალტერნატიულ საწვავზე გადასვლისთვის მოამზადებს.
ამერიკელმა მწარმოებელმა უკვე დაასრულა საცდელი ფრენა, რომელის დროსაც საავიაციო ნავთი მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა საწვავით ჩანაცვლდა.
სხვადასხვა კვლევების თანახმად, ასეთი გადასვლა ნახშირორჟანგის გამოყოფას 80%-ით შეამცირებს. ეს სტატისტიკა მოიცავს მთელ ციკლს – საწვავის წარმოებიდან, თვითმფრინავებში გამოყენებამდე.
ალტერნატიულ საწვავად კი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მცენარეები, სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენები, არაგადამუშავებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აირისებრი ნარჩენები და სხვა.
Boeing აპირებს შეისწავლოს რა ცვლილებები უნდა შეიტანოს არსებულ და ახალ ავიალაინერებში, რათა ნარევში ალტერნატიული საწვავის წილი 50%-დან 100%-მდე თანდათან გაიზარდოს.