თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Boeing Co-ს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, მომავალი წლისთვის ინდური ავიაკომპანიების ტვირთამწეობა 25%-ით გაიზრდება – ვინაიდან ინდოეთი მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე ყველაზე მზარდია, მასზე მოთხოვნა აქტიურად აღდგება.
Boeing Commercial Airplanes-ის რეგიონული მარკეტინგის მმართველი დირექტორის, დეივ შულტის განცხადებით, ავიაკომპანიები მალე აღადგენენ ფრენებს და დაბრუნდებიან წლიური მგზავრების რაოდენობის 25%-ზე მეტი ზრდით
გრძელვადიან პერსპექტივაში, Boeing ადგილობრივი წლიური ტვირთამწეობის 7%-ით გაზრდას ელოდება, რის შედეგადაც, ინდოეთი სხვა წამყვან და სწრაფად მზარდ ბაზრებზე წინ იქნება.
ამ ეტაპზე ინდოეთში დომინირებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, მათ შორის არის: IndiGo, SpiceJet, GoFirst და AirAsia India. მათი უმეტესობა პატარა ზომის თვითმფრინავებით დაფრინავს.
Boeing-ი ლიდერობს ინდოეთში დიდი ზომის თვითმფრინავების ბაზარზე, თუმცა ფასების ზრდა და მაღალმა ხარჯებმა არაერთი კომპანიის განადგურება გამოიწვია, მათ შორის, Kingfisher Airlines 2012 წელს და Jet Airways 2019 წელს. ამან კი დაბალფასიანი თვითმფრინავების დომინანტობა გააძლიერა.
მიუხედავად ამისა, უახლესი დაბალბიუჯეტიანი ინდური ავიაკომპანია Akasa Air და Tata Sons-ის ახალი მფლობელები Air India-სა და Jalan-Karlock კონსორციუმი Jet Airways-ში, ამერიკულ თვითმფრინავების მწარმოებლებს იმედს აძლევენ, რომ ახალ შეკვეთებთან ერთად, ისინი ინდოეთის ბაზარზე წილს მიიღებენ.
Akasa-მ Boeing 737 MAX-ის 72 თვითმფრინავი შეუკვეთა.
Boeing-ის უმსხვილესმა მომხმარებელმა ინდოეთში, SpiceJet-მა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ გეგმავს თავისი ფლოტის ახალი MAX თვითმფრინავებით შევსებას, თუმცა კომპანიას დროულ გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა გამყიდველებთან და გამქირავებლებთან, რამაც ზოგიერთი მათგანი იძულებული გახადა თვითმფრინავები მოეხსნათ რეგისტრაციიდან და უკან დაებრუნებინათ ისინი.
თუმცა, წამგებიან კომპანიას გააჩნია 155 MAX-ის თვითმფრინავები, რომლებსაც ის ნელ-ნელა ამატებს თავის საავიაციო პარკს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ფრენებისთვის ეროვნულმა საავიაციო მარეგულირებელმა შარშან დაუშვა, ადრე კი მასზე მოქმედებდა მსოფლიო აკრძალვა, ორი ავიაკატასტროფის შემდეგ, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.