ავიამშენებელი კონცერნი Boeing-ი აღმასრულებელ დირექტორს დევიდ კალჰუნს $5.3 მილიონის გადაუხდის, რათა ის კომპანიაში დარჩეს, თუნდაც COVID-19 პანდემიის შედეგების ბოლომდე აღდგენის და ასევე 737 MAX თვითმფრინავების ფრენების შეჩერებით გამოწვეული კრიზისის დაძლევამდე.
კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კალჰუნის ჯილდო 25000 შეზღუდული აქციით, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ქაღალდის ფლობაზე შეზღუდვები მოიხსნება ორ ეტაპად ორი წლის განმავლობაში.
ეს გადაწყვეტილება საუბრობს ბორდის ნდობაზე კალჰუნის მიმართ და აჩვენებს, რომ თვითმფრინავის მწარმოებელი არ გეგმავს ხელმძღვანელის შეცვლას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნავს Bloomberg.
თუ კალჰუნი გადაწყვეტს ამ დროის განმავლობაში თანამდებობის დატოვებას, ის დაკარგავს იმ აქციებს, რომელთა საკუთრება მასზე ჯერ გადასული არ არის, – აცხადებენ Boeing-ში.
კალჰუნი Boeing-ს 2020 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობს, როდესაც ავიამშენებელი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა პანდემიისა და 737 MAX ფრენების შეჩერების შედეგების გამო.