ავიამშენებელმა კომპანია Boeing-მა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 25 მილიარდ დოლარამდე კაპიტალის მოზიდვის გეგმის შესახებ განაცხადა.

კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) გაგზავნილი განცხადების თანახმად, Boeing-მა შეიძლება მოიზიდოს სახსრები სხვადასხვა ინსტრუმენტების, მათ შორის, საერთო, პრივილეგირებული და სადეპოზიტო აქციების, აგრეთვე უფროსი და დაქვემდებარებული ობლიგაციების განთავსებით.

კომპანიას შეუძლია დროდადრო განათავსოს ფასიანი ქაღალდები ნებისმიერ კომბინაციაში, ნათქვამია მის განცხადებაში. მოზიდული კაპიტალის მთლიანი მოცულობა 25 მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებს.

გარკვეული ფასიანი ქაღალდების გაყიდვისას Boeing გამოაქვეყნებს განთავსების პროსპექტს, სადაც მითითებულია განთავსების თანხა და პირობები.

სამშაბათს SEC-ში ცალკე წარდგენისას, კომპანიამ განაცხადა, რომ დადო შეთანხმება ბანკების ჯგუფთან 10 მილიარდი დოლარის სესხის აღებას.

 

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ BofA Securities, Citibank NA, Goldman Sachs Lending Partners LLC და JPMorgan Chase Bank NA არიან სასესხო ხელშეკრულების მფლობელები.

2024 წლის დასაწყისიდან Boeing-ის კაპიტალიზაცია 42,8%-ით შემცირდა.